ევროპის საბჭომ მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - არ დაუშვას რუსები პარიზის ოლიმპიადაზე #1TVSPORT
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით.
შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა ასამბლეის 71-მა წევრმა. წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ოთხი დეპუტატი.
დოკუმენტის თანახმად, რუსებისა და ბელარუსების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში „გამოყენებული იქნება, როგორც ინსტრუმენტი პროპაგანდისთვის და დე ფაქტო შეუძლებელს გახდის სხვა სპორტსმენების მონაწილეობას, მათ შორის უკრაინელების“.