ევროპის საბჭომ მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – არ დაუშვას რუსები პარიზის ოლიმპიადაზე #1TVSPORT

23:35, 24.06.2023

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით.

შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა ასამბლეის 71-მა წევრმა. წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ოთხი დეპუტატი.

დოკუმენტის თანახმად, რუსებისა და ბელარუსების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში „გამოყენებული იქნება, როგორც ინსტრუმენტი პროპაგანდისთვის და დე ფაქტო შეუძლებელს გახდის სხვა სპორტსმენების მონაწილეობას, მათ შორის უკრაინელების“.

მსგავსი