ევროპის მოქმედი ჩემპიონი მერი არაბიძე პოლონეთში დასრულებული ლეხ კაჩინსკის მემორიალური გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT
ევროპის მოქმედი ჩემპიონი მერი არაბიძე პოლონეთში დასრულებული ლეხ კაჩინსკის მემორიალური გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT

ქართველმა მოჭადრაკემ, მერი არაბიძემ პოლონეთში დასრულებული ლეხ კაჩინსკის მემორიალური გათამაშება მოიგო.

ტურნირი ექვს უძლიერეს ევროპელ დიდოსტატს შორის საჭადრაკო სამჭიდში ჩატარდა. მონაწილეებმა კლასიკური, სწრაფი და ელვისებური ჭადრაკი ითამაშეს.

ხუთი კლასიკური, ხუთი სწრაფი და ათი ელვისებური პარტიის ჯამში პირველ ადგილზე მერი არაბიძე გავიდა, მეორეზე – ევროპის ყოფილი ჩემპიონი ალინა კაშლინსკაია, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ანტუანეტა სტეფანოვა გახდა.