ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კორონავირუსის გამო მარსის მისია გადადო
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კორონავირუსის გამო მარსის მისია გადადო

ევროპული მისია მარსზე გადადებულია, ნაწილობრივ კორონავირუსის გავცელების გამო.

მისია ExoMars-ის გაშვება ამ ზაფხულს იყო დაგეგმილი; მისიის მთავარი მიზანი წითელ პლანეტაზე წარსული ან ამჟამინდელი სიცოცხლის ნიშნების მოძებნაა.

ევროპისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების (მისია მათი ერთობლივი პროექტია) განცხადების მიხედვით, გარკვეული პრობლემების გამო, რომლებიც ნაწილობრივ კორონავირუსსაც უკავშირდება, მავალის გაშვება 2022 წლისთვის გადაიდო.

გაშვება ივლისში იგეგმებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარანტირებულად წარმატებული მისიისთვის კიდევ საჭიროა გარკვეული ტესტების ჩატარება, რაც შექმნილ სიტუაციაში ვეღარ მოხერხდება.

ახალი გეგმის მიხედვით, გაშვება 2022 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში მოხდება, რადგან მარსი დედამიწას ყოველი ორ წელიწადში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში უახლოვდება, რაც გაშვებას გაცილებით აადვილებს.

მისიის მთავარი კომპონენტია მავალი, რომელსაც სახელგანთქმული მეცნიერის პატივსაცემად როზალინდ ფრანკლინი უწოდეს. მავალი მარსის ზედაპირს ორი მეტრის სიღრმეზე გაბურღავს და გაარკვევს, არსებობდა თუ არა ოდესმე წითელ პლანეტაზე სიცოცხლე.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.