ევროპის კონტინენტზე ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა
ევროპის კონტინენტზე ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ევროპის კონტინენტზე ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჯონს ჰოპკინსის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონტინენტზე ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია, სადაც ვირუსით 23 227 ადამიანია გარდაცვლილი. შემდეგ მოდის ესპანეთი, სადაც ვირუსს 20 453 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და საფრანგეთი, სადაც, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 19 323 ადამიანი.