ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | საქართველოს ნაკრები სოფიაში გაემგზავრა #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ – პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველ არხი შემოგთავაზებთ.
კონტინენტის პირველობას, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სავალდებულო ჩემპიონატია, 12-22 თებერვალს სოფია უმასპინძლებს.
ქართველ ძალოსანთა გამოსვლის განრიგი:
13 თებერვალი 16:00 | 55 კგ – რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე;
13 თებერვალი 22:00 | 61 კგ – შოთა მიშველიძე;
14 თებერვალი 22:00 | 67 კგ – გოგა ჩხეიძე;
15 თებერვალი 14:00 | 73 კგ – არჩილ მალაყმაძე;
18 თებერვალი 22:00 | 96 კგ – ზურაბ მსხალაძე;
19 თებერვალი 16:00 | 102 კგ – ირაკლი ჩხეიძე;
19 თებერვალი 19:00 | 109 კგ – ზაზა ლომთაძე;
19 თებერვალი 22:00 | 87 კგ – მარიამ მურღვლიანი;
20 თებერვალი 15:00 | +87 კგ – ანასტასია გოტფრიდი;
20 თებერვალი 18:00 | +109 კგ – ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე.