ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ორი ქართველი ძიუდოისტი ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ასპარეზობა ძიუდოისტებმა დაიწყეს. ტურნირის პირველივე დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ორი ქართველი – შოთა ბაჩოშვილი (50 კგ) და მერაბ სამადაშვილი (55 კგ) იჭიდავებენ.
ბაჩოშვილი – ბელგიელ ასკჰაბ ისაევს, ხოლო სამადაშვილი იტალიელ ემილიანო ლატანზის შეხვდება. კონტინენტის ახალგაზრდულ ფესტივალზე ფინალური ბლოკი ძიუდოში 19:00 საათზე დაიწყება.
მარიბორში მომდევნო დღეებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
ჭაბუკები:
60 კგ – თორნიკე გიგაური
66 კგ – მათე გველესიანი
73 კგ – ირაკლი ქავთარაშვილი
81 კგ – გიორგი ბენდელიანი
90 კგ – საბა გველესიანი
+90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი
გოგონები:
48 კგ – თამარ გიგოლაევი
63 კგ – ნანა დოლიაშვილი
70 კგ – ლიზი ქვარცხავა
+70 კგ – ნინო პაპიძე