ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ერთეულთა ასპარეზობის ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

საბა გველესიანი (90კგ), შოთიკო გოჩიაშვილი (+90), ლიზი ქვარცხავა (70) და ნინო პაპიძე (+70) საქართველოს ნაკრების წინა დღეებში ნაჩვენები შედეგის გამეორებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ფესტივალის ძიუდოს ტურნირზე სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია – შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55 კგ) და მათე გველესიანი (66 კგ) შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ, გიორგი ბენდელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.