ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორი ქართველი ნახევარფინალშია #1TVSPORT
სკოპიეში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (55-63-77-87-130 კგ კატეგორიის) ფალავნები ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად კი რამაზ სილაგავა (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ) გამოვიდნენ, საიდანაც ორი მათგანი ლერი აბულაძე (63კგ) და თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ. ორივე ქართველი მოჭიდავე სომეხ სპორტსმენს შეხვდება.
ნახევარფინალური დაპირისპირებები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ასპარეზობა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. პირველი ადგილი დაიკავა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერა თეიმურაზ ვანიშვილმა (61კგ). ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი რამაზ თურმანიძე (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) გახდნენ.