ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს. ორი ადამიანი დაიღუპა პორტუგალიაში, შვიდი კი ესპანეთში.
პორტუგალიაში შტორმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დედაქალაქ ლისაბონსა და ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ პორტოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდულია.
ესპანეთში კი შტორმის გამო რამდენიმე ავიარეისი გადაიდო.
რთული მდგომარეობაა საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონებშიც.