ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

23:48, 22.12.2019

ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს. ორი ადამიანი დაიღუპა პორტუგალიაში, შვიდი კი ესპანეთში.

პორტუგალიაში შტორმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დედაქალაქ ლისაბონსა და ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ პორტოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდულია.

ესპანეთში კი შტორმის გამო რამდენიმე ავიარეისი გადაიდო.

რთული მდგომარეობაა საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონებშიც.

მსგავსი