ევროპარლამენტი ხვალ ახალ პრეზიდენტს აირჩევს, თანამდებობაზე რობერტა მეცოლასა და ირენ მონტეროს კანდიდატურებია წარდგენილი
ევროპარლამენტი ხვალ ახალ პრეზიდენტს აირჩევს. თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი – მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური წერს.
მათივე ინფორმაციით, პირველი კენჭისყრა სტრასბურგში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რობერტა მეცოლა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს ევროპარლამენტს. ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს. ირენ მონტერო არის პოლიტიკოსი ესპანეთიდან, მემარცხენე პარტიის, „პოდემოსის“ წარმომადგენელი.