„ევრონიუსი“ - ევროპარლამენტის ისტორიაში პირველად, ორ მთავარ პოლიტიკურ ჯგუფს კოალიციის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა არ ექნებათ
„ევრონიუსი“ - ევროპარლამენტის ისტორიაში პირველად, ორ მთავარ პოლიტიკურ ჯგუფს კოალიციის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა არ ექნებათ

ევროპარლამენტის არჩევნების ისტორიაში პირველად, ორი მთავარი ჯგუფი „სოციალისტები და დემოკრატები“ და „ევროპის სახალხო პარტია“ კოალიციის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერ მიიღებენ. წინასწარ შეფასებებზე დაყრდნობით, ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის აქტივობის საერთო მაჩვენებელმა 51 პროცენტი შეადგინა.

გერმანიისა და ირლანდიის მონაცემების საფუძველზე, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ძლიერი პოზიციები ექნებათ მწვანეთა პარტიებს.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ევროკავშირის ახალ პარლამენტში ლიბერალურ ჯგუფ „ალდეს“ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გავლენა ექნება.

ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემის შედეგები რამდენიმე ქვეყანაში უკვე ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს. ევროპარლამენტში ადგილები მოიპოვეს კატალონიის სეპარატისტმა ლიდერებმა.