ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა
ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა გააკეთა.
„გაზპრომის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ცრუ მიზეზით ისევ ხურავს „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად არასანდოა ის, როგორც მომწოდებელი. ეს ასევე ადასტურებს რუსეთის ცინიზმს, რამდენადაც ამჯობინებს, დაწვას გაზი, იმის ნაცვლად, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს“, – წერს მამერი „ტვიტერში“.
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ პარასკევს გააკეთა განცხადება, რომ, არსებული გაუმართაობის გამო, ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა. კომპანია სოციალურ ქსელში წერს, რომ სამუშაოების დროს საკომპრესორო სადგურზე, გაზსაქაჩ აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა.
Gazprom’s announcement this afternoon that it is once again shutting down NorthStream1 under fallacious pretenses is another confirmation of its unreliability as a supplier.
It’s also proof of Russia’s cynicism, as it prefers to flare gas instead of honoring contracts.
— Eric Mamer (@MamerEric) September 2, 2022