ევროკავშირმა იმ ქვეყნების „შავი სია“ შეადგინა, სადაც ფულის გათეთრების შემთხვევები ხშირია
ევროკავშირმა იმ ქვეყნების „შავი სია“ შეადგინა, სადაც ფულის გათეთრების შემთხვევები ხშირია

ევროკავშირმა იმ ქვეყნების „შავი სია“ შეადგინა, სადაც ფულის გათეთრების შემთხვევები ხშირია. ნუსხაში შეიყვანეს 23 სახელმწიფო და ტერიტორია. მათ შორის არის საუდის არაბეთი და პაკისტანიც.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში შეყვანილი ქვეყნების მოქალაქეებს და ამ სახელმწიფოებსა თუ ტერიტორებზე დარეგისტრირებულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ევროკომისია მკაცრად გააკონტროლებს.

ე.წ. „შავ სიაში“ არის ავღანეთი, ირანი, სირია, ლიბია, საუდის არაბეთი, ტუნისი, იემენი, ჩრდილოეთ კორეა, ბაჰამის კუნძულები, პანამა, ეთიოპია, განა და ნიგერია.

„ჩვენ დავამკვიდრეთ ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რომელიც ფულის გათეთრებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ფინანსურ სისტემაში უკანონო შემოსავლები სხვა ქვეყნებიდან არ ხვდება“, – განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა ვერა იუროვამ.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული სია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება, რომლებიც დოკუმენტს, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში დაამტკიცებენ.