ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერიც მოხვდა
ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერიც მოხვდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სიაში მოხვდნენ „როსნეფტის“ დირექტორი იგორ სეჩინი და „ტრანსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლაი ტოკარევი, ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი, პიოტრ ავენი და ალექსანდრ პონომარენკო, ასევე ბანკირი მიხაილ ფრიდმენი.

სანქციების სიაშია რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დმიტრი ჩერნიშენკო და რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლები.