ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო - ბრიტანეთს ბრექსიტის შეჩერება ევროკავშირის თანხმობის გარეშე შეუძლია
გაერთიანებულ სამეფოს ბრექსიტის შესაჩერებლად ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის უკან გაწვევა ცალმხრივად შეუძლია. აღნიშნული დადგენილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
გადაწყვეტილება ქვეყანას ანიჭებს უფლებამოსილებას, ევროკავშირის თანხმობის გარეშე გაიხმოს გაერთიანების დასატოვებლად გაკეთებული ოფიციალური განაცხადი.
აღსანიშნავია, რომ 11 დეკემბერს თემთა პალატაში ბრიტანელმა კანონმდებლებმა ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას უნდა უყარონ კენჭი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ თემთა პალატის წევრებს სამი არჩევანი აქვთ, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას, დატოვონ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე ან უკან გაიწვიონ გაერთიანებიდან გასვლის განაცხადი.