ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით პოლონეთის სასამართლო რეფორმები ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით პოლონეთის სასამართლო რეფორმები ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით პოლონეთის სასამართლო რეფორმები ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს, – ამის შესახებ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების თანხმად, პოლონეთმა ვალდებულებები ვერ შეასრულა და ევროკომისიის მიერ წარდგენილი სასამართლო რეფორმების ინიციატივები არ გაითვალისწინა.

„დისციპლინური სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ჩვეულებრივი სასამართლოების მოსამართლეების მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსი შეფასდეს, როგორც დისციპლინური გადაცდომა. ამრიგად, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების პოლიტიკური კონტროლის ან მოსამართლეებზე ზეწოლის მიზნით, რათა მათ გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე და შესაბამისი სასამართლოების დამოუკიდებლობას ძირი გამოუთხარონ“, – ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს განცხადებაში.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობა ევროკავშირს პოლიტიკურ მოტივაციაში სდებს ბრალს. ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განაჩენები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება, ფინანსური ჯარიმები დაუწესდეს.