ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე დღეში, სამიტზე ბრექსიტთან დაკავშირებით შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღონ
ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე დღეში, სამიტზე ბრექსიტთან დაკავშირებით შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღონ

ევროკავშირის ლიდერებმა მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტზე ბრექსიტთან დაკავშირებით შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი ახლა ბრიტანეთში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. კონკრეტულად, დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები ბრექსიტის შეთანხმებას.

ევროკავშირის სამიტი, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც დაესწრება, ხუთშაბათს გაიმართება.