ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ბრექსიტთან დაკავშირებით მალე შეთანხმებას მიაღწევენ
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ბრექსიტთან დაკავშირებით მალე შეთანხმებას მიაღწევენ

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. საკითხი ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენმა და ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერმა დევიდ ლიდინგტონმა დუბლინში კონფერენციის დროს განიხილეს. ისინი ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებული ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარსაც ესტუმრნენ.

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველაზე პრობლემატურ საკითხს სწორედ აღნიშნული საზღვარი წარმოადგენს. გაერთიანებული სამეფო და ირლანდიის რესპუბლიკა თანხმდებიან, რომ ევროკავშირის დატოვების შემდეგ საზღვარზე გარკვეული ბარიერები არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს ათასობით ადგილობრივს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ პრობლემას შეუქმნის.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.