ევრო 2025 | ლიეტუვის ქალთა ნაკრებმა ბელარუსთან თამაშზე უარი თქვა #1TVSPORT
ევრო 2025 | ლიეტუვის ქალთა ნაკრებმა ბელარუსთან თამაშზე უარი თქვა #1TVSPORT

ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედგარას სტანკიავიჩიუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ბელარუსის ეროვნულ გუნდთან არ ითამაშებს.

„ჩვენს ჯგუფში სამივე ნაკრებთან გამარჯვება შეიძლება, მაგრამ ბელარუსთან თამაშს არ ვაპირებთ. იმედი მაქვს, რომ უეფა ყველაფერს გაითვალისწინებს და ამ გადაწყვეტილებას ტექნიკურ წაგებაში არ ჩაგვითვლიან. მთავარია, რომ დისკვალიფიკაცია არ მოგვცენ“, –  აცხადებს ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ში 5 მარტს გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ლიეტუვის ქალთა ნაკრები ევროპის 2025 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში საქართველოსთან, კვიპროსსა და ბელარუსთან ერთად მოხვდა.