ევრო 2024 | ჯგუფის კალენდარიც გაირკვა - ვიწყებთ ნორვეგიით და ვამთავრებთ ესპანეთით #1TVSPORT
ევრო 2024 | ჯგუფის კალენდარიც გაირკვა - ვიწყებთ ნორვეგიით და ვამთავრებთ ესპანეთით #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების გარკვევის შემდეგ, ცნობილი გახდა ჯგუფის კალენდარიც. საქართველო პირველ თამაშს 28 მარტს თბილისში ნორვეგიასთან ჩაატარებს, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ესპანეთთან გასვლითი მატჩით დახურავს.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. ევრო 2024-ის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს. ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მიიღებენ.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების კალენდარი

A ჯგუფი

28/03/23 – საქართველო – ნორვეგია

17/06/23 – კვიპროსი – საქართველო

20/06/23 – შოტლანდია – საქართველო

08/09/23 – საქართველო – ესპანეთი

11/09/23 – ნორვეგია – საქართველო

15/10/23 – საქართველო – კვიპროსი

16/11/23 – საქართველო – შოტლანდია

19/11/23 – ესპანეთი – საქართველო

 

უეფა-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გასული 12 ნაკრებიდან, სამი ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. გერმანიის ნაკრებს ევრო 2024-ის საგზური მასპინძლის სტატუსით უკვე მოპოვებული აქვს.