ეროვნული ლიგა | ფრე „დინამოსა“ და „იბერიის“ მატჩში #1TVSPORT

21:30, 31.10.2026

ეროვნული ლიგის 31-ე ტური წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრით დაიწყო, „სამგურალმა“ „სპაერს“ უმასპინძლა და ქულები გაინაწილა — 0:0.

„დინამო არენაზე“ კი ლიდერების ჯგუფის გუნდების დაპირისპირება შედგა — „დინამო თბილისმა“ „იბერია“ მიიღო. ეს მატჩიც ფრედ დასრულდა — 0:0.

31 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 56 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ დაეწია, „დინამო თბილისი“ კი მათ ქულით ჩამორჩება.

მსგავსი