ვილი სანიოლი - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან თამაშით ჯგუფში ბედნიერი არავინ არის  #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან თამაშით ჯგუფში ბედნიერი არავინ არის  #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის წილისყრის შედეგები შეაფასა და მეტოქეებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება. ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით.

მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ჩვენი ჯგუფის ოთხივე მეტოქე არ არის ბედნიერი საქართველოს წინააღმდეგ თამაშით და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ნორვეგიაზე ფიქრობ, ერლინგ ჰალანდი გახსენდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კაპიტანი ძალიან ბედნიერია, რადგან მის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დიდი გუნდების, ისე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში.

შოტლანდიაში ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროა და ეს გამორჩეული მატჩი იქნება, ხოლო კვიპროსისა და თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დღეს ფრანკფურტში გაიმართა. წილისყრამ 53 ევროპული ნაკრები ათ ჯგუფში გადაანაწილა. საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.