გიორგი რობაქიძემ უკრაინაში შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, ზურაბ თევზაძემ ყაზახეთში გაიტანა #1TVSPORT

21:01, 31.10.2026

გიორგი რობაქიძემ უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში რივნეს „ვერესთან“ გასვლით შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა და ოდესის „ჩერნომორეცს“ მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა 3:1. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ყაზახეთის პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურში ზურაბ თევზაძემ და ლუკა იმნაძემ „ჟენისის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს და გუნდთან ერთად აუტსაიდერ ყიზილორდის „კაისართან“ გამარჯვება იზეიმეს – 2:1. თევზაძემ მე-2 წუთზე გაიტანა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ცოტნე მოსიაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა „ჟეტისუში“, რომელიც „ასტანას“ დაუზავდა 2:2. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ქართველის გუნდისთვის და პრემიერლიგიდან გავარდა.

მსგავსი