თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტნებს ეროვნულ სტადიონთან ვარსკვლავები გაუხსნეს #1TVSPORT

18:48, 31.10.2026

„დინამო არენაზე“, ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტნებს — მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძესა და ალექსანდრე ჩივაძეს ვარსკვლავები გაუხსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები, მსახიობები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები. ვარსკვლავების გახსნის იდეა უეფა-ს მედიაოფიცერს, მამუკა კვარაცხელიას, კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილსა და მის მოადგილეს, ალექსი საკანდელიძეს ეკუთვნით, ხოლო იდეის მხარდამჭერები სპორტის სამინისტრო და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყვნენ.

მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე თბილისის „დინამოს“ კაპიტნები გასული საუკუნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში იყვნენ და გუნდის ყველაზე დიდი წარმატებების მონაწილეები გახლდნენ.

მსგავსი