ევრო 2020-ზე საფრანგეთის ფორმა 1998 წლის ფორმის მსგავსი იქნება
ევრო 2020-ზე საფრანგეთის ფორმა 1998 წლის ფორმის მსგავსი იქნება

საფრანგეთის ნაკრების სათამაშო ფორმა ევრო 2020-ზე მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ლეგენდარულ ეკიპირებაზე, რომლითაც ფრანგებმა პირველად მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

კომპლექტი გადაწყვეტილია მუქ ლურჯ ფერში, მკერდზე იქნება წითელი ზოლი, როგორც ეს 1998 წლის ფორმაზე იყო.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი ითამაშებს გერმანიის, პორტუგალიისა და ერთა ლიგის პლეი ოფის ერთ-ერთ გამარჯვებულთან.