საფრანგეთის ნაკრების სათამაშო ფორმა ევრო 2020-ზე მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ლეგენდარულ ეკიპირებაზე, რომლითაც ფრანგებმა პირველად მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
კომპლექტი გადაწყვეტილია მუქ ლურჯ ფერში, მკერდზე იქნება წითელი ზოლი, როგორც ეს 1998 წლის ფორმაზე იყო.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი ითამაშებს გერმანიის, პორტუგალიისა და ერთა ლიგის პლეი ოფის ერთ-ერთ გამარჯვებულთან.