ევრო 2020-ის შესარჩევის ბურთი წარადგინეს
ევრო 2020-ის შესარჩევის ბურთი წარადგინეს

უეფამ საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა იმ ბურთის ფოტო, რომლითაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებენ.

ევრო 2020-ის შესარჩევი 21 მარტს იწყება და ნოემბერში დასრულდება.

ევროპის საგაისო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 12 ქვეყანაში ჩატარდება 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისამდე. ტურნირში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.