"ევერტონმა" ანტირეკორდი დაამყარა
"ევერტონმა" ანტირეკორდი დაამყარა

პრემიელიგის ბინადარმა “ევერტონმა” ევროპის ლიგის მეხუთე ტურში დიდი ანგარიშით (1:5) წააგო “ატალანტასთან” და ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ინგლისის ანტირეკორდი დაამყარა გაშვებული გოლების რაოდენობით.

ხუთი მატჩის შემდეგ, “ევერტონის” კარში უკვე 15 გოლია გასული. აქამდე, არც ჩემპიონთა ლიგისა და არც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არც ერთ ინგლისურ კლუბს ამდენ გოლი არ გაუშვია. წინ რეკორდი იყო 11 გოლი.

ცნობისთვის, “ევერტონმა” წელს, ზაფხულში 160 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებზე. “ატალანტამ” კი თითქმის იგივე თანხა (158 მილიონი), ოღონდ ბოლო 10 წლის განმავლობაში.

“ევერტონს” უკვე დაკარგული აქვს ევროპის ლიგის ფლეი ოფში გასვლის შანსი.