ლეგიონერები | გუგეშაშვილი ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, კიტეიშვილი კონფერენს ლიგაზე გადაერთვება #1TVSPORT
ლეგიონერები | გუგეშაშვილი ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, კიტეიშვილი კონფერენს ლიგაზე გადაერთვება #1TVSPORT

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში შვედურ „ჰაკენს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მეკარე, სამწუხაროდ, კვლავ სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია. აზერბაიჯანის ჩემპიონი 56-ე წუთის შემდეგ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ უპირატესობა შეინარჩუნა და ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებს.

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“, პოლონურ „რაკუვთან“ ერთად, კონფერენს ლიგაზე გადასვლისთვის იბრძოდა. ავსტრიელები სტუმრად ლისაბონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდნენ და 0:3 დამარცხდნენ. ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმის შემდეგ კონდიციები აღიდგინა, ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და 74 წუთი ითამაშა. წაგების მიუხედავად, „შტურმი“ ევროპა ლიგის 1/16-ფინალში გავიდა.