„ევერტონი“ ტიაგუ სილვას კონტრაქტს შესთავაზებს
„ევერტონი“ ტიაგუ სილვას კონტრაქტს შესთავაზებს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი ტიაგუ სილვა, შესაძლოა პრემიერლიგაში გადავიდეს და „ევერტონის“ რიგებს შეუერთდეს, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ნიკოლო სკირა ირწმუნება, რომ პსჟ-ს 35 წლის ფეხბურთელს „ევერტონი“ 1+1 სქემით კონტრაქტს შესთავაზებს. ხელშეკრულების თანახმად, სილვა ინგლისურ კლუბში ერთი წელი ითამაშებს და „ევერტონის“ ხელმძღვანელობა სურვილის შემთხვევაში კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებს.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა მხოლოდ ერთი გოლი და ერთიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

პორტალი  Transfermarkt  ტიაგუ სილვას სატრანსფერო ღირებულებად 4.8 მილიონ ევროს ასახელებს.