ევანდერ ჰოლიფილდმა ახსნა, რატომ აპატია ტაისონს ყურზე კბენა
ევანდერ ჰოლიფილდმა ახსნა, რატომ აპატია ტაისონს ყურზე კბენა

წარსულში ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ევანდელ ჰოლიფილდმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება თანამემამულე მაიკ ტაისონმა.

1997 წელს გაიმართა ლეგენდარული ორთაბრძოლა, რომლის დროსაც ტაისონმა ჰოლიფილდს ყურის ნაწილი მოაჭამა.

„ერთის მხრივ, ეს მართლაც ცუდი მომენტია, მაგრამ, ამავდროულად, კარგი. ჯერერთი, მე მაშინ 35 მილიონი დოლარი გამოვიმუშავე, მეორე – გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. მაგრამ, ალბათ, ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში ის არის, რომ მე პატიება ვისწავლე. მივხვდი, რომ თუ ჩვენ არ ვპატიობთ, ამით შინაგანად ვკლავთ ერთმანეთს. და როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, საჭიროა პატიება ვისწავლოთ. მე ვერ ვუწოდებ ტაისონს ჩემს მეგობარს, მაგრამ არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო. ადამიანს ხომ არ შეუძლია ყველას მეგობარი იყოს. მე და მაიკი ბევრ ღონისძიებას ვატარებთ ერთად, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. მე არასოდეს გამიკეთებია რაიმე არასწორი მასთან მიმართებაში და არც გავაკეთებ, მაგრამ არის ერთი რამ, რის გამოც მიმაჩნია, რომ მას არ მოსწონს ჩემთან ერთად ყოფნა – უბრალოდ, მე ერთით მეტი ჩემპიონობა ჰქონდა, ვიდრე მაიკს“, – განაცხადა ჰოლიფილდმა.