ეუთო-ს მისია - დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები შევიდნენ
ეუთო-ს მონიტორინგის მისიამ გაავრცელა ცნობა, რომ დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები შევიდნენ.
მათივე ინფორმაციით, 15 თებერვალს დონეცკის სიახლოვეს მეთვალყურეებმა რუსული თვითმფრინავები „ტუპოლევ ტუ-95“ და „ტუპოლევ ტუ-142 შენიშნეს და გადაიღეს.
ეუთო-ს მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ბომბდამშენები სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდნენ.