ეუთო-ს ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანას უკრაინიდან დამკვირვებლები გაჰყავს
ეუთო-ს ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანას უკრაინიდან დამკვირვებლები გაჰყავს

ეუთო-ს ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანას უკრაინიდან დამკვირვებლები გაჰყავს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამკვირვებლებმა უკრაინა რამდენიმე დღეში უნდა დატოვონ.

„სპეციალური სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ეუთო-ს მიერ დამტკიცებული მანდატის განხორციელებას მისი დამკვირვებლებით, რომლებიც განლაგებულნი არიან უკრაინის ათ ქალაქში. სადამკვირვებლო მისია უმაღლეს პრიორიტეტს ანიჭებს მთელი მისი პერსონალის უსაფრთხოებას და გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის მუდმივ შეფასებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეუთოს „სპეციალური სადამკვირვებლო მისიის“ ამერიკელმა თანამშრომლებმა კვირას, 13 თებერვალს დონეცკის დატოვება დაიწყეს.