ეუთო-ს გენერალური მდივანი - იმედი მაქვს, ქართველი ექიმი უახლოეს ხანში საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდება
ეუთო-ს გენერალური მდივანი - იმედი მაქვს, ქართველი ექიმი უახლოეს ხანში საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდება

ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ეს განცხადება ტომას გრემინგერმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„იმედი მაქვს, დაკავებული ქართველი ექიმი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ჰუმანიტარული მიდგომა დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ უმთავრესია“, – წერს ტომას გრემინგერი.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.