ესტონეთში მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ
ესტონეთში მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

ესტონეთში გამართული საპარალამენტო არჩევნებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ სამი პარტია – ცენტრისტული, პოპულისტური კონსერვატიული სახალხო პარტია (EKRE) და პარტია „მამული“ (Isamaa) სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმდა. ახლა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა მათ მთავრობის ფორმირება ოფიციალურად უნდა დაავალოს.

თითოეულ პოლიტიკურ ძალას მინისტრის თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი ეყოლება. მთავრობას კვლავ ცენტრისტული პარტიის ლიდერი იური რატასი უხელმძღვანელებს. ის ესტონეთის პრემიერის პოსტს 2016 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

კოალიციას 101-ადგილიან პარლამენტში 57 დეპუტატი ეყოლება.

მარტში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგად ესტონეთის პარლამენტში ხუთი პარტია გავიდა. არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა „რეფორმების პარტიამ“ მოიპოვა, რის შედეგადაც მან 34 საპარლამენტო მანდატი მიიღო, თუმცა მან კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.