ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი - ქართველი ფეხბურთელების ტექნიკა შოკი იყო
ესტონეთის საფეხბურთო ნაკრების 6-მატჩიანი წაუგებელი სერია თბილისში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა (0:2) შეწყვიტა. ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ რეიმმა მატჩის შესახებ კომენტარი ესტონურ მედიასთან გააკეთა.
„საქართველომ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ყველა კომპონენტში გვაჯობა – გუნდურად და ინდივიდუალურად. საერთოდ, მათ ისე სწრაფად ითამაშეს, რომ ჩვენ ვერ ავყევით. მეტოქის ზეწოლისას ტექნიკა მნიშვნელოვანი იარაღი ხდება. სკანდინავიასა და ესტონეთში კი ასეთი ფეხბურთელი ცოტაა. ქართველების თამაში შოკი იყო და შეგვახსენეს, ფეხბურთი რამდენად სწრაფი გახდა.
განსაკუთრებით ქართველების შვიდი ნომერი ჯაბა კანკავა მომეწონა. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა და ის დონე აჩვენა, დღეს ცენტრალური ნახევარმცველები რომ თამაშობენ”, – მარტინ რეიმის ეს კომენტარი ესტონურ გამოცემა SPORT.ERR-მა გაავრცელა.