ჩვენი მეტოქე - ესტონეთი იტალიასთან დამარცხდა
ჩვენი მეტოქე - ესტონეთი იტალიასთან დამარცხდა

ერთა ლიგის ც2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესტონეთის ნაკრები იტალიას ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ეს იყო საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ფლორენციაში ჩატარდა და იტალიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა – 4:0.

იტალიელებმა ორივე ტაიმში 2-2 გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმში კი ორივეჯერ ეს პენალტით მოახერხეს, ხოლო ესტონეთმა მისი ღირსეული მეტოქეობა ვერ შეძლო.

ანგარიში მე-14 წუთზე ვინჩენცო გრიფომ გახსნა, რომელმაც 75-ე წუთზე დუბლი პენალტით შეასრულა, 27-ე წუთზე თავი ფედერიკო ბერნარდესკიმ გამოიჩინა, ხოლო 86-ე წუთზე პენალტით საბოლოო ანგარიში რიკარდო ორსოლინიმ დააფიქსირა – 4:0.

ფლორენციიდან ესტონეთი პირდაპირ ჩრდილოეთ მაკედონიაში გადაფრინდება, სადაც 15 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, ხოლო 18 ნოემბერს – საქართველოს თბილისში ესტუმრება.