ჩრდილოეთ მაკედონიამ ჯგუფშიც გადაგვასწრო 
ჩრდილოეთ მაკედონიამ ჯგუფშიც გადაგვასწრო 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ესტონეთთან ერთა ლიგაში C2-ის ჯგუფის ბოლოსწინა ტურში, „ტოდორ პროესკი არენაზე“ ნანატრ გამარჯვებას მიაღწია (2:1). იგორ ანგელოვსკის გუნდმა დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია და ანგარიში უფრო სოლიდურიც იქნებოდა, მასპინძლებს ყველა მომენტით რომ ესარგებლათ, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე ერთპიროვნულად დაწინაურებულიყვნენ.

29-ე წუთზე საჯარიმო შესრულების შემდეგ ივან ტრიჩკოვსკიმ ახლოდან ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. 52-ე წუთზე ესტონელებმა ანგარიში რაუნო საპიენენმა ულამაზესი გოლით გაათანაბრეს – 1:1. 68-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ელიფ ელმასის ფენომენალური პასის შემდეგ, ვლატკო სტოანოვსკიმ მეორედ აიღო ესტონეთის კარი და საბოლოო ანგარიში დაფიქსირა – 2:1 ჩრდილოეთ მაკედონიის სასარგებლოდ.

ჯგუფის ბოლო ტურში, 18 ნოემბერს კვიპროსზე, ჩრდილოეთ მაკედონია სომხეთს დაუპირისპირდება და ქულის მოპოვების შემთხვევაშიც, ერთა ლიგაში ახალ სეზონში ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

ჩრდილოეთ მაკედონია – ესტონეთი 2:1

სკოპიე. ეროვნული არენა „ტოდორ პროესკი“. უმაყურებლოდ.

გოლები: 1:0 ტრიჩკოვსკი (29), 1:1 საპიენენი (52), 2:1 სტოიანოვსკი (68).

ჩრდილეოთ მაკედონია: შიშკოვსკი, ბეიტულაი, ველკოვსკი, მუსლიუ, რისტოვსკი, ნიკოლოვი, სპიროვსკი (59, კოსტადინოვი), ელმასი (85, ზაიკოვი) ტრაიკოვსკი (59. პავლოვი) ტრიჩკოვსკი, ნესტოროვსკი (78. დორიევი).

მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი.

ესტონეთი: ჰაინი, ტენიჩე, ტამი, მეტცი, პიკი, აინსალუ, კრეიდა, ზენიოვი, ვასილიევი, სინიავსკი, საპინენი.

მწვრთნელი: კარელ ვოოლაიდი.

გაფრთხილებები: ნიკოლოვი, სპიროვსკი, ელმასი, საპიენი.