ესტონეთის ნაკრების მთავარი მეკარე პოლიციელი გახდა - ფეხბურთი მომბეზრდა და პირობებიც არ მაწყობდა
ესტონეთის ნაკრებს, რომელსაც 5 სექტემბერს საქართველო ერთა ლიგის C2 ჯგუფის სასტარტო მატჩში ტალინის „ლე კოკ არენაზე“ შეხვდება, მეკარეების სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან რამდენიმე კიპერი დაუშვდა, ხოლო მთავარმა მეკარემ პოლიციაში მუშაობა გადაწყვიტა.
ერთი წლის წინ მეკარე ესტონეთის ეროვნული ნაკრების ყველაზე საიმედო ხაზად ითვლებოდა, დღეს გუნდმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ როლის ერთდროულად ოთხი მთავარი კანდიდატი დაკარგა. ესტონეთის ჩემპიონატის მატჩში მთავარი მეკარე მატვეი იგონენი დაშავდა, რომელიც გამოცდილმა არტურ კოტენკომ შეცვალა. ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ორ მეკარეს, კარლ იაკობ ჰეინისა და კარლ იოჰან პეხტერს კი ჯერ ნაკრებში არ უთამაშიათ. ამიტომ მიიწვიეს არტურ კოტენკო, რომელმაც 20 აგვისტოს 39 წლის გახდა.
ტალინის „ლევადიას“ და ესტონეთის ნაკრების მთავარმა მეკარემ სერგეი ლეპმეტსმა კი პროფესიული კარიერა 33 წლის ასაკში, მოულოდნელად დაასრულა და პოლიციაში მუშაობა გადაწყვიტა.
„პროფესიონალური ფეხბურთით დავიღალე, პლუს იმ პირობებით არ ვარ კმაყოფილი, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა. საკარანტინო პერიოდში კარგი სამუშაო ვიპოვე, კლუბი კი არ დათანხმდა, ფეხბურთი და მეორე სამუშაო რომ შემეთავსებინა. ჩემს მომავალზე უნდა ვიფიქრო. ამიერიდან ტალინის მუნიციპალურ პოლიციაში ვიმუშავებ, ფეხბურთს კი მოყვარულებში ვითამაშებ“, – ამბობს სერგეი ლეპმეტსი გამოცემა ERR– თან ინტერვიუში.
ლეპმეტსი მოყვარულებში თამაშობდა. 2016 წელს „ლევადიას“ დაემატა და დაუყოვნებლივ მისი პირველი ნომერი გახდა. ლეპმეტსმა ესტონეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2018 წელს ჩაატარა და ერთ წელიწაგში ეროვნული გუნდის პირველი ნომერი გახდა, მისი ფორმა კი 12 მატჩში მოირგო.