ესტონური გამოცემა - საქართველო უკეთ გამოიყურებოდა, კვარაცხელიამ მცველები დაატერორა
ესტონური გამოცემა - საქართველო უკეთ გამოიყურებოდა, კვარაცხელიამ მცველები დაატერორა

ესტონური მედია ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოსთან ესტონეთის ნაკრების მარცხს გამოეხმაურა – გამოცემა „სოკერნეტი“ აღიარებს, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა

„საქართველო უკთესად თამაშობდა და მომენტი უკვე მე-4 წუთზე შექმნა, 32-ე წუთზე კი ანგარიში გახსნა. ინდივიდუალურად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ“, – წერს ესტონური გამოცემა.

სოკერნეტმა“ გამარჯვებაში განსაკუთრებით 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას როლი გამოარჩია:

„ქართული ფეხბურთის 19 წლის ვუნდერკინდი, ხვიჩა კვარაცხელია ესტონეთის დაცვას მთელი თამაში ატერორებდა. გოლის მომენტში კი მოქნილობითა და სისწრაფით ჰენრი იარველაიდი დაჩაგრა“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას თბილისში ტალინიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძობს. შემდეგ მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან „დინამო არენაზე“ 8 სექტემბერს 20:00 საათზე გამართავს.

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ეროვნულ ნაკრებთა მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.