საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა მოგებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა მოგებით დაიწყო

05.09. 2020. ტალინი. სტადიონი „ალე კოკ არენა“. ერთა ლიგის გათამაშება. C2 ჯგუფი

ესტონეთი-საქართველო 0:1

გოლები: 0:1 კაჭარავა (32. კვარაცხელიას პასით)

ესტონეთი: ჰეინეტენისტე, მეეტსი, ტამი, იარველაიდიოიამაა, ტუნიოვი (71. ლივაკი), ვასილიევი (86. აინსალუ), კრეიდა, კაიატიზენიოვი (71. ანიერი)

სათადარიგოები: კოტენკო, პეჰტერი, კუუსკი, ანტონოვი, სინიავსკი, საპინინი, როოსნუპი, კალასტე, ბარანოვი

მთავარი მწვრთნელი: კაარელ ვოოლაიდი

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური – კვეკვესკირი, კანკავა,  – კვარაცხელია (90+1. აბურჯანია), ჩაკვეტაძე (78, ქვილითაია), ოქრიაშვილი – კაჭარავა (67. ლობჟანიძე),

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, გრიგალავა, მალი, კობოური, შენგელია, კობახიძე, დავითაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მთავარი არბიტრი: დონატას რუმშასი (ლიეტუვა)

გაფრთხილებები: ზენიოვი (29), მეტსი (51), კაჭარავა (52), ოიამაა (53), კანკავა (90+3)

მეტოქეები სასტარტო შეხვედრას არასრული შემადგენლობით შეხვდნენ – ესტონელებს ვერ ეხმარებოდნენ ერიკ სორგა, სიიმ ლუტსი, მარკო მეერიტცი, არტურ პიკი, რაგნარ კლავანი, მაიკლ ლილანდერი, ხოლო კენ კალასტეს მცირე ტკივილები ჰქონდა და განაცხადში მაინც მოხვდა. ბალტიისპირელებს ეროვნული ჩემპიონატის მატჩში მთავარი მეკარე მატვეი იგონენი დაუშავდა, რომელიც გამოცდილმა, 39 წლის არტურ კოტენკომ შეცვალა. მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელამ კაარელ ვოოლაიდმა გარისკა და კარში პირველად დააყენა ლონდონის „არსენალის” 18 წლის მეკარე კარლ იაკობ ჰეინი, ხოლო შეტევაში ასევე 18 წლის იტალიური „სპალის” თავდამსხმელი გეორგი ტუნიოვი.

საქართველოს ნაკრებს კი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაც ვიხილეთ. დიდი ხნის შესვენების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ნიკა კაჭარავა. მაგრამ „ლე კოქ არენაზე“ ბევრი ლიდერი ვერ გავიდა – ამერიკიდან ვერ ჩამოვიდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, ტრავმის გამო დაგვაკლდნენ ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი და ვაკო გვილია, ხოლო კორონავირუსმა გუნდს გრაცის „შტურმის“ ლიდერი ოთარ კიტეიშვილი ჩამოაშორა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო. მასპინძლები იძულებულნი გახდნენ, დაცვიდან ეთამაშათ, რადგან ვლადიმერ ვაისის გუნდი სახიფათოდ უტევდა, ბურთის გაკონტროლება მოახერხა და მე-4 წუთზე მეტოქის უხეში შეცდომის შემდეგ პირველი რეალური მომენტი შექმნა – გიორგი ჩაკვეტაძემ დარტყმას თორნიკე ოქრიაშვილზე პასი ამჯობინა, მეკარე უკვე თამაშგარედ იყო და გაზონზე იწვა. მაგრამ „ანორთოსისის“ შემტევის დარტყმისას ბურთი ცარიელი კარიდან იონას ტამმა გამოიტანა და ესტონეთი გადაარჩინა.

ინიციატივა საქართველოს ხელში იყო. მე-11 წუთზე ჩვენებმა ორჯერ შეუტიეს. ჯერ ჯაბა კანკავამ დაარტყა და მცველი გადაეღობა. მალე კი ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგური გადაცემის შემდეგ ესტონელთა კარს ნიკა კაჭარავა დაემუქრა, მაგრამ მცველი მასაც გადაეღობა და ვითარება განმუხტა. 24-ე წუთზე კი კვარაცხელიას წამოწყებულ და ოქრიაშვილის გაგრძელებულ შეტევას გიორგი ჩაკვეტაძე აგვირგვინებდა და კარს ოდნავ ააცილა.

ესტონელებმა პირველი სახიფათო მომენტი 26-ე წუთზე შექმნეს. ფლანგურ გადაცემას თავი გეორგი ტუნიოვმა დაახვედრა, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. ორ წუთში კი საპასუხო შეტევაზე კვარაცხელიამ გაისროლა და ააცილა.

საქართველოს ნაკრების შეტევებმა შედეგი მაინც მოიტანა – 32-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგური გადაცემის შემდეგ ნიკა კაჭარავამ თავით ზუსტად და ეფექტურ დაარტყა და ანგარიშის გახსნით ქართველი გულშემატკივრები ძალიან გაახარა 1:0.

ტაიმის მიწურულამდე ესტონელები კი შეეცადნენ შეტევების ორგანიზებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, ხოლო ჩვენმა გუნდმა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე შორიდან დარტყმით სხვაობის გაზრდა სცადა, თუმცა, მიზანს საკმაო მანძილით ააცილა, ტაიმი კი „ჯვაროსნებმა“ დამსახურებულად მოიგეს 1:0.

მეორე ტაიმში ესტონელებმა თამაშის შემოტრიალება განიზრახეს. მათ პრესინგით სცადეს სტუმართა შევიწროება და ბურთის გაკონტროლება შეძლეს. მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ ორ მეტოქეს ყვითელი ბარათი აჰკიდა. საერთოდ, თამაში უფრო დაიძაბა და ბევრი ჯარიმებიც მომრავლდა, უპირატესობა კი მასპინძლებმა მოიპოვეს. მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 64-ე წუთზე კი კვარაცხელიამ შეუტია, თუმცა, ძალიან არაზუსტად დაარტყა.

67-ე წუთზე ჩვენებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და საჯარიმოში ნიკა კაჭარავა იხსნებოდა, მაგრამ ბურთს თავი ვერ დაარტყა. ვაისმა შეტევების გაძლიერება გადაწყვიტა და ცენტრალური თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას ნაცვლად მოედანზე ფლანგის შემტევი საბა ლობჟანიძე გამოიყვანა, ხოლო თავდასხმაში ოქრიაშვილი გადასწია.

ამ დროს მსაჯს შეეძლო მასპინძელთა კარში პენალტრი დაენიშნა, მაგრამ მცველის ხელით თამაში არ დააფიქსირა.

71-ე წუთზე ორმაგი ცვლილებით შეტევის გაძლიერება უკვე ესტონელთა მთავარმა მწვრთნელმა კაარელ ვოოლაიდმა სცადა.

72-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა სწრაფად განავითარა კონტრშეტევა და ოქრიაშვილმა საჯარიმოს სიახლოვიდან დაარტყა, მაგრამ ააცილა.

78-ე წუთი – გიორგი ჩაკვეტაძე დაიღალა და ის თანაგუნდელმა გიორგი ქვილითაიამ შეცვალა. ესტონელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ვაისს ისევ შეტევის გაძლიერების სურვილი ჰქონდა.

88-ე წუთი – ოქრიაშილის ფლანგური გადაცემის შემდეგ შორეულ ძელთან ბურთს საბა ლობჟანძე დახვდა, დაარტყა და მეკარემ მასპინძლები გადაარჩინა.

90+1 წუთი – ესტონელთა სახიფათო კუთხურის მოგერიების შემდეგ სახიფათო, მწვავე კონტრშეტევა წამოიწყო საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც კვარაცხელია აგვირგვინებდა, მაგრამ კარს ააცილა, ამ მომენტის შემდეგ კი გიორგი აბურჯანიამ შეცვალა. ზუსტად ერთ წუთში საბა ლობჟანიძემ მოჭრილი დარტყმით სცადა ბედი და მანაც უშედეგოდ.

90+3 წუთზე კანკავამ საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქე წააქცია, დაინიშნა სახიფათო ჯარიმა. თუმცა ესტონელთა მცველის, ჰენრი იარველაიდის დარტყმა კარს ასცდა და საქართველომ ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩი 1:0 მოიგო.

მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 სექტემბერს თბილისში, „დინამო-არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონაისთან გამართავს, რომელმაც პირველი შეხვედრა სომხეთს სკოპიეში 2:1 მოუგო.

ფოტოები: sport.err.ee