სკანდალი ესტონეთის ნაკრებში - კლუბი ფეხბურთელს არ უშვებდა
სკანდალი ესტონეთის ნაკრებში - კლუბი ფეხბურთელს არ უშვებდა

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებამდე ესტონეთის ნაკრების გარშემო სკანდალი ატყდა. ბოლო მომენტში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა გუნდში გამოიძახა „პაიდეს“ 29 წლის თავდამსხმელი ანრი ანიერი, რომელმაც ესტონეთის ჩემპიონატის მატჩში ნარვასტრანსთან“ ორი გოლი გაიტანა. ამან გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია, რაზეც კომენტარი მოგვიანებით გაკეთდა.

ვოოლაიდის თქმით, „პაიდეს“ ხელმძღვანელობას თავდამსხმელის ეროვნულ გუნდში გაშვება არ სურდა. თავის მხრივ, კლუბი ამტკიცებდა, რომ ანიერი ორჯერ დაშავდა შემოდგომაზე და არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, „პაიდეს“ მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ ზახოვაიკომ კი ვოოლაიდს ინტრიგანი უწოდა.

„ბოლო 6 კვირის განმავლობაში, ანიერმა 30 დღე გაატარა საავადმყოფოში. მან გუნდთან ერთად მხოლოდ 7 ვარჯიში გაატარა, რომელთაგან ორი წინასამატჩო ვარჯიში იყო და სულ 125 წუთი ითამაშა. როგორ შეიძლება კლუბის ხელმძღვანელების ზურგსუკან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება? რა მდგომარეობაში იყო ანიერი, ამის გაგება ჩვენგან შეეძლოთ. მაგრამ მოთამაშეზე ზეგავლენის მოსახდენად ვოოლაიდმა მედია გამოიყენა და პატრიოტიზმზე საუბარი დაიწყო. საქმის წარმოდგენა ისე სცადა, თითქოს ანიერს ეროვნულ ნაკრებში წასვლა ეკრძალებოდა და ამ ინტრიგებს ქსოვს. სხვათა შორის, ბოლო თამაშის შემდეგ მას არა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არამედ ფიზიოთერაპევტი დაუკავშირდა და ნაკრებში მან მიიწვია. ეს მთავარი მწვრთნელის მხრიდან ძალიან უპატივცემულო საქციელია“, – თქვა ზახოვაიკომ Sport Delfi- სთან ინტერვიუში.

პაიდეს“ მთავარი მწვრთნელის ემოციური ტონი იმით აიხსნება, რომ სეზონის ბოლოს ზახოვაიკოს არ სურდა დაეკარგა თავდამსხმელი, რომელმაც 8 თამაშში 7 გოლი გაიტანა.