ესტონეთის მწვრთნელი - ჩრდილოეთ მაკედონიამ აჩვენა, რატომ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე
ესტონეთის მწვრთნელი - ჩრდილოეთ მაკედონიამ აჩვენა, რატომ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარელ ვოილაიდმა ერთა ლიგის C2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან წაგების (2:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ პატივისცემით ილაპარაკა და განაცხადა, რომ დამსახურებულად გაიმარჯვა.

„თქვენმა ეროვნულმა გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გაინაღდა, რასაც გულწრფელად ვულოცავთ. ეს დიდი წარმატებაა ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, როგორც ქვეყნისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს ამ გუნდმა აჩვენა, თუ რატომ არის ამ დიდი ტურნირის მონაწილე. თქვენ აჩვენეთ, რომ ხასიათი გაქვთ, ეროვნული ნაკრების ყველა წევრმა ისეთი ისტორიული მატჩის შემდეგაც ისეთივე მაქსიმალური მონდომებით ითამაშა, როგორც – საქართველოსთან. დღეს თქვენ დამსახურებული გაიმარჯვეთ“, – განაცხადა კარელ ვოოლაიდმა.

ესტონელთა მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა კითხვას, თუ ვის ხედავს ჯგუფში პირველი ადგილზე: „ძნელი სათქმელია, რადგან ეს ორი შესანიშნავი გუნდია, ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო. ფაქტი არ არის, რომ საბოლოოდ პირველზე სომხეთი გავა. ჯგუფში ყველა მატჩი მართლაც ძალიან რთული იყო. უმადური საქმეა იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ბოლო ტურში“.