„ეკიპას“ მტკიცებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაცია საქართველოს უეფა-ში უჩივლებს #1TVSPORT
„ეკიპას“ მტკიცებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაცია საქართველოს უეფა-ში უჩივლებს #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა „ეკიპა“ ამტკიცებს, რომ „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩამდელ ვარჯიშზე დაგვიანების გამო, მათი ქვეყნის ფედერაცია საქართველოს მხარეს უეფა-ში უჩივლებს.

გამოცემა „ეკიპას“ წერილში ნახსენებია აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ვერსია, თითქოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტუმრებს დაბრკოლებები შეგნებულად შეუქმნა.

„ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საქართველოსთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის წინ, თბილისში ოფიციალური ვარჯიში ჩაატარა. თუმცა, ვარჯიშს წინ უძღოდა მასპინძლების მართლაც უსამართლო დამოკიდებულება. უეფა-ს დებულებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მასპინძელთა ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელნი არიან ქართველები, როგორც მატჩის მასპინძლები. მათ მანიპულირებით დააგვიანეს ავტობუსი, რომლითაც ფეხბურთელები ვარჯიშზე მიდიოდნენ, ძალიან დააგვიანეს დანიშნულ დროს, რის გამოც ვარჯიშის პერიოდი საგრძნობლად შემცირდა.

„ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. ნამდვილად არ არის მართალი, რომ ჩვენი მგზავრობა სასტუმროდან სტადიონამდე აქ 45 წუთი დასჭირდა. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ყველას“, – დაიწყო პრესკონფერენცია აშკარად აღშფოთებულმა მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ნაკრების წევრების დაუფარავი უკმაყოფილება, რის გამოც მასპინძლებზე რეაგირება ნაკრების მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ მოახდინა. ასევე მოსალოდნელია, რომ უეფა-ს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ოფიციალურად მიმართავს“, – წევს გამოცემა.