ბრიტანეთის ორი და აშშ-ის ერთი მოქალაქე ესპანეთის სასტუმროში გარდაცვლილები იპოვეს. ინციდენტი საკურორტო ქალაქ კოსტა დე სოლში მოხდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ცხრა წლის გოგონა, მისი ძმა და მამა აუზში შობის ღამეს გარდაცვლილები აღმოაჩინეს.
გავრცელებული ცნობით, მამა-შვილი ბრიტანეთის, ხოლო ძმა აშშ-ის მოქალაქე იყო.
როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში განაცხადეს, ცხრა წლის გოგონა აუზში შეუძლოდ გახდა, მისი გადარჩენა ძმამ და მამა სცადეს, თუმცა ორივე დაიღუპა.
მომხდარის გამოძიება გრძელდება.