ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის 15 დღით გახანგრძლივებას გეგმავს. შესაბამისი ინიციტივით პედრო სანჩესმა ესპანეთის პარლამენტს უკვე მიმართა. თუ საკანონმდებლო ორგანო პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 9 მაისამდე გაგრძელდება.
ამავე დროს, სანჩესმა განაცხადა, რომ ის ბავშვებისთვის დაწესებული მკაცრი ზომების შემსუბუქებას 27 აპრილიდან აპირებს. დღეს მოქმედი წესებით, არასრულწლოვანებს სახლების დატოვება ეკრძალებათ.
ესპანეთში კორონავირუსის გამო შეზღუდვები 14 მარტს დააწესეს. თუმცა ამ კვირაში ეკონომიკური საქმიანობა ნაწილობრივ განახლდა. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს სახლების დატოვება, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, აკრძალული აქვთ.