ესპანეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამი ადამიანი დაიღუპა ესპანეთში პიროტექნიკის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინციდენტი გრანადის პროვინციაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს საწარმოს ტერიტორიაზე სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სამოქალაქო გვარდია, პოლიცია და ექიმები.

კომპანია „მარია ანგუსტიასის პიროტექნიკა“ 1889 წელს დაფუძნდა. აღნიშნული კომპანიის ტერიტორიაზე აფეთქება 2004 წელსაც მოხდა. მაშინ ორი ადამიანი დაიღუპა.