ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მას შემდეგ, რაც ივნისიდან ქვეყანაში შეზღუდვების შერბილება დაიწყო, ეს ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი ესპანეთში 28 499-ს შეადგენს. ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 305 767-ს აღწევს.